დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში „სპაერმა“ შინ ფოთის „კოლხეთი“ 4:2 დაამარცხა და ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა. ეს მატჩი „სპაერის“ კონფერენს ლიგაზე მონაწილეობის გამო მერვედფინალებიდან ყველაზე გვიან გაიმართა.
მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა კი წინასწარ ჩატარდა და უკვე ცნობილია, ვინ ვის შეხვდება.
საქართველოს თასის მეოთხედფინალები 23 სექტემბერს გაიმართება.
ყველა შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.