სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში

06 სექტემბერი 2025, 19:54 113 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო  სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში „შავი ზღვის თასი“. შეჯიბრება 2008-2009 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ტარდება.

გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია ტურნირში მონაწილე ქვეყნებისა და სპორტსმენთა რაოდენობა. ქართველ ჯუდოკებთან ერთად შეჯიბრებაში აზერბაიჯანის, ლატვიისა და თურქეთის ძიუდოისტები მონაწილეობენ. ტურნირი საქართველოსა და აჭარის ძიუდოს ფედერაციების ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის მხარდაჭერით ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი