პროფესიული კრივის საღამო

27 სექტემბერი 2025, 12:48 88 ნახვა

პროფესიული კრივის საღამო თბილისში.საღამოზე მსოფლიოს კრივის ფედერაციის  სარეიტინგო ბრძოლები, საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება და მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის 12-რაუნდიანი ბრძოლა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონის ქამრისთვის 63 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს რეიტინგის ლიდერები, ქართველი მებრძოლები - ლევან იანქოშვილი და აკაკი კაკრიაშვილი - უნდა შეხვედროდნენ.

აკაკი კაკრიაშვილმა, ტრავმის გამო, ბრძოლაზე უარი განაცხადა და ქამრის მფლობელი ლევან იანქოშვილი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად 72 კგ წონით კატეგორიაში ქართველი მოკრივე გივი თოდუა რინგზე ტაილანდელ სპორტსმენს  შეხვდა. ბრძოლა გივი თოდუას გამარჯვებით დასრულდა. პროფესიული კრივის საღამო საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე