საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა 

28 ნოემბერი 2025, 09:52 97 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა თბილისში, უკრაინის ნაკრებთან 79:92 წააგო.

ქართველი კალათბურთელები დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა, მეორე ტაიმში უკრაინელთა სწრაფ შეტევებთან ვერაფერი გააწყვეს.

საქართველოს ნაკრებს დუდა სანაძემ ულიდერა 22 ქულით და 5 მოხსნით, თორნიკე შენგელიას 17 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა.

თად მაკფადენმა, რომელიც კამარ ბოლდუინის არყოფნაში ნაკრებს დაუბრუნდა, 17 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. თბილისში ბოლო სანაკრებო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 25 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

გიორგი 202-ე და ბოლო სანაკრებო მატჩს 30 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში