დღეს ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის არენაზე სტარტი აიღო ყინულის ჰოკეის ახალგაზრდულმა ფესტივალმა. შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება და მასში ბათუმის, თბილისის და ქუთაისის ორ-ორი გუნდი მონაწილეობს. საერთო ჯამში ტურნირში 120-მდე ახალგაზრდა ჰოკეისტია ჩართული.
ყინულის არენა შეჯიბრებას სამი დღის მანძილზე უმასპინძლებს, ფინალური შეხვედრები კვირას, 30 ნოემბერს გაიმართება.
10,00 საათზე ჩემპიონის ვინაობას უმცროსი ასაკის სპორტსმენები გაარკვევენ, 11 საათსა და 30 წუთზე კი პირველობისთვის უფროსი ასაკობრივი კატეგორიის გუნდები იბრძოლებენ.
