კონფერენს ლიგის მე-4 ტურში გურამ კაშია საუკეთესო იყო ბრატისლავის „სლოვანში“, რომელმაც შინ „რაიო ვალეკანო“ მიიღო და ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოიგო 2:1. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კაშია „სლოვანში“ გამოჩეული იყო. ორჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, 49-ე წუთზე კი ანგარიში გაათანაბრა.
ბრატისლაველები სამ წუთში ალასანა ირაიანგის გოლით დაწინაურდნენ და საბოლოოდ 2:1 მოიგეს. ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ შინ გერმანულ „მაინცს“ სძლია – 1:0. „ჯვაროსნების“ ცენტრალური ნახევარმცველი რუმინელების სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. პოზნანში „ლოზანა“ „ლეხს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
საქართელოს ნაკრების წევრი, გაბრიელ სიგუა სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა. კონფერენს ლიგის მე-4 ტურში ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ „შემროკ როვერსს“ ირლანდიაში ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა.
