ილია თოფურია გაზაფხულამდე ოქტაგონზე არ გავა

28 ნოემბერი 2025, 09:59 101 ნახვა

UFC-ს მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია იანვარში ბრძოლას არ ჩაატარებს, –  ამ ინფორმაციას „ევროსპორტი“ავრცელებს. წყაროს ცნობით, მსუბუქ წონაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მზადდება. თოფურიას დაბრუნდება არც თებერვალშია მოსალოდნელი და მებრძოლი, დიდი ალბათობით, შეხვედრას გაზაფხულზე გამართავს.

ილია თოფურიას არაერთხელ უთქვამს, რომ სურვილი აქვს, ქვესაშუალო წონაში გადავიდეს და ისლამ მახაჩევთან ბრძოლით მესამე წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვოს. თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული ბრძოლის ორგანიზებით UFC-ი დაკავებული არ არის. 28 წლის ქართველმა მებრძოლმა მსუბუქი დივიზიონის ქამარი   იანვარში, ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

მანამდე ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონიც იყო, ხოლო კარიერაში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული მარცხის გარეშე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში