“ედიტ პიაფი” თუმანიშვილის თეატრში

20 დეკემბერი 2017, 00:00 2773 ნახვა

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის კორსპროდუქციული ნამუშევარი “ედიტ პიაფი” დაიდგა.

პიესა ცნობილი მომღერლის უკანასკნელ დღეებს ასახავს. ერთ მოქმედებიანი პიესის ავტორი ნინო სადღობელაშვილი, რეჟისორი კი გიორგი სიხარულიძეა. სპექტაკლში ბათუმისა და ქუთაისის თეატრების მსახიობები მონაწილეობენ. სპექტაკლის პრემიერა ბათუმში გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში