დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას ზეიმობს

07 იანვარი 2019, 00:00 1766 ნახვა

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას ზეიმობს. შობა 12 საუფლო დღესასწაულთაგან  ერთ-ერთი  განსაკუთრებულია მორწმუნეებისთვის. დღეს მათთვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა. ამ დღეს ტრადიციულად იმართება საშობაო მსვლელობა ქუჩებში და  ამ ფორმით ქრისტეს მახარობლები ერთმანეთს, მოსახლეობას ქრისტესშობას ულოცავენ.

დღეს ამინდს  ალილოსთვის ხელი არ შეუშლია და ქალაქის ქუჩები გალობით შემოიარეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში