გიორგი როსტომაშვილმა ბათუმში მე-16 მსოფლიო რეკორდი დაამყარა

25 აგვისტო 2019, 21:49 5674 ნახვა

პირველი მსოფლიო რეკორდი, საწყალოსნო ტრანსპორტის თითით გაწევაში - გიორგი როსტომაშვილმა,ბათუმის ნავსადგურში 200 ტონიანი გემი მხოლოდ 1 თითით გაწია. ძალოსანისთვის ეს რიგით მეთექვსმეტე რეკორდია , მანამდე მას სხვა ძალისმიერ რეკორდებთან ერთად თითით გაწეული აქვს სატვირთო ავტომობილები და რკინიგზის ვაგონი.

29 წლის გიორგი როსტომაშვილი,  2015 წლის "რეკორდსმენთა თასის" გამარჯვებულია. რეკორდის დამყარების პროცესს გულშემატკივრებთან ერთად  საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები აკვირდებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი