აგვისტოში 7 გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა - შშს სტატისტიკა სექსუალურ ძალადობაზე

03 ოქტომბერი 2019, 12:02 4523 ნახვა

მიმდინარე წლის მხოლოდ აგვისტოს თვეში გაუპატიურების 7 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან გახსნილია მხოლოდ ერთი. 

საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის 137 მუხლით , პირის გაუპატიურება - ესე იგი სქესობრივი კავშირის დამყარება ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით  ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის გახსნის სტატისტიკით ვიმსჯელებთ, აღნიშნული სასჯელი 30 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი პირის მიმართ იქნა გამოყენებული.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის შემთხვევებს.

30 დღის განმავლობაში საქართველოში ოჯახში ძალადობის 433 ფაქტი დარეგისტრირდა, ამათგან გახსნილია 168 შემთხვევა.

მიმდინარე წლის 6 თვეში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე  მსხვერპლის დასაცავად სულ  5399 შემაკავებელი ორდერი დაიწერა.

რაც შეეხება აჭარას.  აჭარაში ძალადობისგან მსხვერპლის დასაცავად  სულ 428 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში