ერევანი აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს

28 ივლისი 2020, 14:55 1597 ნახვა

სომხეთმა პროვოკაცია უწოდა აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.  ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.  

„აზერბაიჯანმა განაცხადა თურქეთთან ერთად დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნების შესახებ. ეს ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება თავისი პროვოკაციული ქმედებებით ხელს უშლის საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევას, რომელიც გამოსავლის მოძიებისა და სამშვიდობო პროცესის განახლებისკენაა მიმართული და ამგვარად იღებს პასუხისმგებლობას შემდგომ დესტაბილიზაციაზე“ – ნათქვამია დოკუმენტში.

თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს  29 ივლისიდან დაიწყებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში