ვიდრე თურქეთთან საზღვარი გაიხსნება მოგვცენ ყოველთვიურად კომპენსაცია - აქცია აჭარის მთავრობასთან

05 აგვისტო 2020, 16:53 1687 ნახვა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან თურქეთში დროებით დასაქმებულები აქციას მართავენ, ისინი მეზობელ ქვეყანაში დასაქმებისთვის 3 თვიანი მოწვევის აუცილებლობას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ საკონსულოში გამოგზავნილი საბუთების მოსამზადებლად 100 ლარზე მეტი სჭირდებათ. დამატებითი თანხაა საჭირო დოკუმენტების ნოტარიულად დასადასტურებლადაც. მათი თქმით, პროცედურები გამარტივების მაგივრად გართულდა.

თურქეთში დროებით დასაქმებულები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პროცედურების გამარტივების საკითხში დახმარებას სთხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ვიდრე საზღვარი გაიხსნება ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ.

''რამდენიმე თეა უკვე სამსახური გარეშე დავრჩით. ყოველდღე გადავდიოდით მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ. თვეში 800-900 ლარს მაინც გამოვიმუშავებდით. ქირით ვცხოვრობთ, თანხას ვეღარ ვიხდით და ღია ცის ქვეშ ვრჩებით. დახმარებას ვითხოვთ. მოქალაქეების ნაწილმა ვერც 300 ლარიანი კომპენსაციით ვისარგებლეთ. ახლა გრძელვადიან სამუშაოებზე გადასვლას გვთავაზობენ, მაგრამ ესეც გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ჩვენ კი ფული არ გვაქვს'' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

დროებით დასაქმებულები ამბობენ, რომ თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს აქციების სხვა ფორმატზე გადავლენ. 

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციის შევსება ელექტრონულად უკვე შეუძლიათ, თუმცა წამსვლელს უნდა ჰქონდეს მიწვევა თურქეთიდან, ასევე ამ მოწვევის ქართული თარგმანი, დამოწმებული ნოტარიულად.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში