„ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

24 ოქტომბერი 2020, 18:10 1793 ნახვა

„ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, შესაბამისად, მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვა იქნება ჩვენი გუნდის ცალსახა პრიორიტეტი” , - განაცხადა განათლების   მინისტრმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ  პრეზენტაციაზე.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა პედაგოგების როლზე,  პრეზენტაციაზე ისაუბრეს სპორტზე, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მის დამკვიდრებაზე ქვეყანაში. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, დავით კაჭარავამ თქვა, რომ უნდა შეიქმნას გუნდები გამყოფ ხაზთან სოფლებში, რის გარშემოც სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება, გაძლიერდება და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს გამთლიანებისკენ. საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში