ექსტრიმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ

25 ოქტომბერი 2020, 12:15 424 ნახვა

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ. კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ.

პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით,  ახორციელებს.სააგენტოს ინფორმაცით  2015 წლიდან დღემდე, მთიან აჭარაში 15 ტურისტული მარშრუტია მარკირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში