საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

30 ოქტომბერი 2020, 10:42 1611 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 37263 -მდე გაიზარდა.  ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 285-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810 -ს შეადგენს.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში 683 შემთხვევა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

სტატისტიკის თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4200 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2324 -ს შეადგენს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში