აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს კონსტანტინე ანანიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა 

10 ნოემბერი 2020, 14:03 1850 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს კონსტანტინე ანანიაშვილს დღეს, 10 ნოემბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ამ ეტაპზე უცნობია სად გადის მკურნალობის კურსს ანანიაშვილი.

პოლიციის უფროსი გუშინ ღამით საპროტესტო აქციაზე სხვა სამართალდამცველებთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე კონსტანტინე ანანიაშვილის მოადგილეს.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში