ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო არ მუშაობს

20 თებერვალი 2021, 12:10 904 ნახვა

ხულოს საბაგირო არ მუშაობს. ბაგირზე შექმნილი  ტექნიკური პრობლემის გამო მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია.  საბაგირო ხულოსა და  სოფელ თაგოს დამაკავშირებელი გზაა.  მიუხედავად იმისა, რომ  სოფელს ალტერნატიული საავტომობილო გზაც აქვს,  გზის გარკვეული მონაკვეთი მოუწესრიგებელია და დაბალი გამავლობის ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს.

მერიაში განმარტეს, რომ საბაგიროს პრობლემას დღის ბოლომდე მოაგვარებენ.ცნობისთვის,  ბაგირგზას რეაბილიტაცია გასულ ზაფხულს ჩაუტარდა რისთვისაც 250 ათასი ლარი დაიხარჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში