მოლაპარაკების პერსპექტივა

09 აპრილი 2021, 12:36 747 ნახვა

შესაძლოა მომავალ კვირას პოლიტიკოსები მოლაპარაკების მაგიდასთან ისევ დასხდნენ – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი საუბრობს. გიორგი  ვაშაძის განცხადებით, მას აქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან. ასევე განმარტავს, რომ აუცილებელია მესამე რაუნდი შედგეს და მოლაპარაკება გაგრძელდეს 5–ვე პრინციპულ საკითხზე, მათ შორის პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე. პარტია ‘’ევროპულ საქართველოში’’ კი აცხადებენ, რომ თუ  მოლაპარაკება გაგრძელდება დათანხმდებიან მხოლოდ იმას, რაც გონივრულ კომპრომისად მიაჩნიათ.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში