რუსეთი თურქეთთან ფრენებს დროებით წყვეტს

13 აპრილი 2021, 13:02 250 ნახვა

რუსეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს.  რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვა 15 აპრილს ამოქმედდება და 1-ელ ივნისამდე დარჩება ძალაში. გოლიკოვამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთის გარდა რუსეთი ავიამიმოსვლას ტანზანიასთანაც წყვეტს. მისი განმარტებით, ტანზანიასა და თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა მაშინ განახლდება, როდესაც ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია სტაბილური გახდება.

გიორგი მიქელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში