აშშ მთავარი ეპიდემიოლოგის ფოსტა გასაჯაროვდა

03 ივნისი 2021, 19:48 891 ნახვა

გავლენიანი დასავლური გამოცემები აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის ათასობით ელექტრონულ მიმოწერას აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ  ქვეყანაში პანდემიის პიკის პერიოდში   მთავარი ალერგოლოგისგან მილიონობით ადამიანი    ინფორმაციას და  რეკომენდაციას ელოდა, თუ როგორ დაემარცხებინათ ვირუსი. ამერიკის მთავარი ექსპერტი რეგულარულად გამოდიოდა ტელეეთერით,   ფაუჩი უამრავ კითხვას პასუხობდა კადრს მიღმაც.   ელექტრონული  მიმოწერა ფაუჩის მუშაობის  დაძაბულ გრაფიკზე,   ასევე  მის ღიაობასა და პირდაპირობაზე მეტყველებს ტრამპის ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფში, სადაც იგი  ღია პატიოსნების იშვიათ წყაროდ მიიჩნეოდა.  ენტონი ფაუჩიმ, რომელიც  50 წელზე მეტია  ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია, ქვეყნის 6 პრეზიდენტთან იმუშავა. ვეტერანმა ექიმმა  უამრავი მხარდამჭერი და ამავე დროს არაკეთილმოსურნეც შეიძინა, რადან მკაცრად უპირისპირდებოდა ზოგჯერ ძალიან ოპტიმისტ ტრამპს, რომელიც პანდემიის სერიოზულობისა და სიმძიმის უგულებელყოფას  ხშირად ცდილობდა.   ფაუჩი და ტრამპი ვერ თანხმდებოდნენ პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე,  თუ რა იყო სწორი გზავნილი ამერიკელებისთვის  და როგორ დაებალანსებინათ ქვეყნის ხელმეორედ გახსნა შემდგომი ინფიცირების  თავიდან ასაცილებლად.  ტრამპი აღიარებდა, რომ პატივს სცემდა ფაუჩის, თუმცა არ ეთანხმებოდა მის მიდგომას.  პრეზიდენტი მის გათავისუფლებასაც აპირებდა. ფაუჩი კი ირწმუნება, რომ პოლიტიკის გავლენის ქვეშ არასდროს მოქცეულა და, რომ  იგი  ხელს  არ უშლის სიმართლის თქმაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში