ტოჩინოშინმა შემოდგომის ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

22 სექტემბერი 2021, 15:39 412 ნახვა

ლევან გორგაძემ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. 

დასავლეთის მე-12 მაეგაშირა 33 წლის ტოჩინოშინი დასავლეთისვე მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუს გაეჯიბრა და 35 წლის იაპონელი იორიკირით დაამარცხა.

აკი ბაშოზე 11 დღის შემდეგ ლევანს 5 მოგება და 6 მარცხი აქვს. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ლევანს დარჩენილი 4 შეხვედრიდან 3-ს მოგება სჭირდება.

მე-12 საბრძოლო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირას ჩიიონოკუნის დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ლევანი მეტოქეს 8-1 ს უგებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი