ამერიკის ელჩი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებზე

05 დეკემბერი 2021, 18:10 258 ნახვა

იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა დაჩქარებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს დაჩქარება და არ ხდება, - ასე აფასებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს.

ელჩის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ. ცნობისთვის, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს მხარი დაუჭირა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში