როდის განაახლებენ კლუბები მუშაობას?

23 იანვარი 2022, 11:45 657 ნახვა

ღამის კლუბებმა ფუნქციონირება შესაძლოა, 4-5 მარტისთვის განაახლონ. ამასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა ავრცელებს. მათი ინფორმაციით,  კლუბები საქმიანობას მას შემდეგ განაახლებენ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაღმასვლას დაიწყებს.

ცნობისთვის, კოვიდ გავრცელების თვიდან აცილების მიზნით კლუბებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დღე  შეძლეს  მუშაობა, მათ გახსნის  ნებართვა  დეკემბრის ბოლოდან მიიღეს, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში