ბათუმი 2022 - გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

15 მაისი 2022, 16:37 982 ნახვა

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ბათუმი 2022“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოში მომუშავე მხატვართა ნამუშევრები, რომლებიც შესაძლოა შემდეგ წალენჯიხის ხელოვნების მუზეუმში განთავსდეს.

გამოფენა მიზნად ისახავს ახალი სამუზეუმო კოლექციის შექმნას საქართველოში.

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შესაძლოა ახალი მუზეუმების შექმნის საბაბი გახდეს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში