დავით აბულაძის შემოქმედებით საღამო

20 ივნისი 2022, 10:04 836 ნახვა

ბათუმის საზაფხულო თეატრში ქორმაისტერ დავით აბულაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მასში ძირითადად ხელოვანის მიერ წლების განმავლობაში აღზრდილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. 

დავით აბულაძე, რომელსაც მალე 85 წელი შეუსრულდება, ათწლეულების მანძილზე  პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.

მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ვოკალური ჯგუფის შექმნა, რომელთა ნაწილი დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში