აჭარის ჩემპიონატი ჩერლიდინგში  

10 ივლისი 2022, 14:04 1534 ნახვა

ჩერლიდინგში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში. ჩემპიონატზე წარდგენილი იყო ჩერლიდინგის სხვა და სხვა მიმართულებები.

ღონისძიებაში რამდენიმე რეგიონიდან წარდგენილი მოზარდები მონაწილეობდნენ. გათამაშდა საპრიზო ადგილები სოლო, დუეტებსა და ჯგუფურ გუნდებს შორის. ხოლო ყველაზე ლამაზი და სანახაობრივი გამოსვლები ჯგუფურ ჩერლიდინგში გაიმართა. აქ ოქრო აჭარის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.    

ჩერლიდინგი სპორტის ერთ-ერთი მასობრივი და ყველაზე სანახაობრივი სახეობაა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტით არის აღიარებული.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში