უკრაინელი ბავშვები ზაფხულს აჭარაში გაატარებენ

21 ივლისი 2022, 18:01 1269 ნახვა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აჭარის მთავრობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, უკრაინელი ბავშვები ზაფხულის სეზონზე აჭარაში დაისვენებენ. მცირეწლოვან ბავშვებსა და მათი მშობლებს დღეს,ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. პატარა ვიზიტორებს გასართობი პროგრამით საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები შეეგებნენ. უკრაინელი ბავშვები ერთთვიან გამაჯანსაღებელ და დასვენების კურსს გონიოში გაატარებენ. აჭარის მთავრობის ორგანიზებით, მათთვის დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი აქტივობები და ტურები. უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა კიევის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში