რუსეთის როსტოვის ოლქში დრონით თავდასხმა მოხდა

04 მაისი 2023, 14:12 637 ნახვა

რუსეთის როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაზე ღამით დრონით თავდასხმა განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატი ქარხნის მშენებარე კონსტრუქციებს შეეჯახა,  აფეთქდა და ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვასილ გოლუბევი ავრცელებს.

ეს რუსეთის ნავთობპროდუქტების  საცავებში წუხელ დრონებით განხორციელებული  მეორე ინციდენტი იყო, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი - მესამე.

ოთხშაბათს ღამით, ტამანის დასახლებაში  ათას 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

დრონებით თავდასხმა მოხდა ასევე   კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობპროდუქტების რეზერვუარებზეც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში