უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია. რუსულმა ძალებმა ხარკოვი ირანული დრონების გამოყენებით დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის ირგვლივ ყველა სამიზნე განადგურდა. ოკუპანტებმა დედაქალაქის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები კასპიის ზღვის ტერიტორიიდან ბომბდამშენებიდან ისროლეს.
ქალაქ კრივი-რიჰში რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი დაიბომბა, ერთი რაკეტა ხუთსართულიან სახლს მოხვდა. დაღუპულია სამი და დაშავებულია 25 ადამიანი. ნანგრევების ქვეშ ადამიანებია მოყოლილი.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურებია მობილიზებული.