ისრაელი ჰამასისა და ჰესბოლას ინფრასტრუქტურას ანადგურებს

21 ნოემბერი 2023, 10:03 308 ნახვა

ისრაელის არმია ღაზის სექტორში მორიგი სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს.  არმიის სპიკერის განცხადებით,  ღაზის  ზაიტუნის რაიონში მეჩეთის ქვეშ იარაღის ლაბორატორიაა აღმოჩენილი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის მეჩეთის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღს და უპილოტო საფრენ აპარატებს.  

ისრაელის არმია კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია დარტყმები ლიბანზე. ცახალის განცხადებით, დაბომბილი ობიექტები  დაკავშირებულია ჰეზბოლას ბოევიკებთან.

ისრაელის არმიის ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ განახორციელეს თავდასხმების სერია ავიაგამანადგურებლებით იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ ლიბანის შეიარაღებულ დაჯგუფებას ეკუთვნის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში