საახალწლო კონცერტი ბათუმში

03 იანვარი 2024, 19:56 578 ნახვა

სადღესასწაულო-საახალწლო ზეიმის ეპიცენტრი ევროპის მოედანია, სადაც ტრადიციულად საღამოს 7 საათიდან კონცერტები იმართება. დღეს მაყურებლის წინაშე ბათუმური ბენდები წარდგებიან. კონცერტი ჯგუფმა “melomaniakk“-მა გახსნა _ მუსიკოსებმა, რომლებსაც ბათუმელი მსმენელი კარგად იცნობს. კონცერტს ბენდი ვაი ნოთ გააგრძელებს, ასევე ჯგუფი ელანძე წარდგება მაყურებლის წინაშე. საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გაგრძელდება. ორგანიზატორების განცხადებით, დასკვნით კონცერტზე სხვა შემსრულებლებთან _ მწვანე ოთახსა და სალიოსთან ერთდ საკუთარი რეპერტუარით წარსდგენა ბენდი მაიკერუ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში