თეირანის ქუჩებში ისრაელზე თავდასხმა იზეიმეს

14 აპრილი 2024, 09:03 207 ნახვა

თეირანის ქუჩებში ათასობით ირანელი გამოვიდა და ირანის ისრაელზე თავდასხმა იზეიმა. მოქალაქეთა ნაწილი ზეიმს ავტომობილების სიგნალებით  შეუერთდა, ნაწილი ფანჯრებიდან  ირანის სახელმწიფო დროშებს აფრიალებდა, სხვები მსვლელობაში მონაწილეობდნენ, ფეიერვერკებს უშვებდნენ და სკანდირებდნენ „სიკვდილი ისრაელს“. 

რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ  ამ აქტით ირანმა  შური იძია და იმედი აქვთ, რომ  თავდასხმები გაგრძელდება ისრაელის საბოლოო განადგურებამდე.

ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ირანელები თეირანში ბრიტანეთის საელჩოს შენობის წინაც შეიკრიბნენ და შურისძიების აქტი იზეიმეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში