დაკავებები ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსში 

29 აპრილი 2024, 14:04 240 ნახვა

პროპალესტინელი სტუდენტი მომიტინგეები დააკავა პოლიციამ ვირჯინიის შტატის ქალაქ ბლექსბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსში. 

სტუდენტებმა სტვენით გააპროტესტეს პოლიციიის მიერ  სტუდენტების დაკავება და კარვების ბანაკის დაშლა, რომელიც ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის გარეთ იყო მოწყობილი.

ღაზაში ომი სულ უფრო მეტ აჟიოტაჟს იწვევს აშშ-ს საუნივერსიტეტო კამპუსებში, სადაც სტუდენტები კარვებს შლიან  და ღაზაში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებენ. 

პროპალესტინელმა ჯგუფებმა მოუწოდეს უნივერსიტეტებს, შეწყვიტონ იმ კომპანიების დაფინანსება, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელის სამხედრო ოპერაციას ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე ან რაიმე   სარგებელს იღებენ ისრაელისგან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში