ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
სააგენტო „როიტერი“ - ს ინფორმაციით, სხდომა ირანის მოთხოვნის საფუძველზე ჩაინიშნა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებსა და მაღალჩინოსნებზე დარტყმები განახორციელა.
ბოლო მონაცემებით, ლიკვიდირებულია, სულ მცირე, 20 სამხედრო მაღალჩინოსანი.