ირანი ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღარ დაუშვებს

29 ივნისი 2025, 10:24 270 ნახვა

ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელსა და კამერებს თავის ბირთვულ ობიექტებზე აღარ დაუშვებს.

ამის შესახებ ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჰამიდ რეზა ჰაჯი ბაბაეიმ განაცხადა.

როგორც იგი აცხადებს, ირანი თავის ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ მდივანს, რაფაელ გროსს და სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას არ დაუშვებს.

ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, გადაწყვეტილება “ისრაელის რეჟიმისგან მოპოვებულ დოკუმენტებში ობიქტების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის აღმოჩენით” არის განპირობებული.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში