„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ღაზაში ომის დასრულებას გამოიწვევს.
„ჰამასის“ დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად დღეს კაიროში შესაძლოა ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შეხვდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა.