ჯო ბაიდენი პოლონეთს ესტუმრება - თეთრი სახლი პრესსპიკერი

21 მარტი 2022, 10:37 797 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩავა, - ამის შესახებ თეთრი სახლი პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას, ანდჟეი დუდას შეხვდება.

„პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა“, - განაცხადა ფსაკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში