ბელარუსელი გოგონას საჩუქარი უკრაინელ მებრძოლებს

22 მარტი 2022, 14:33 722 ნახვა

გაათავისუფლეთ ჩემი ქვეყანაც - ამ  თხოვნით  ბელარუსი გოგონა უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართავს. 

ჩეხეთში მცხოვრები ბელარუსული ოჯახის ყველაზე  უმცროსმა წევრმა  უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკუთარი დრონი აჩუქა, რომლის  შესაძენად  თანხას დიდხანს  აგროვებდა. 

მინდა, რომ, ყველა  ცოცხალი იყოთ.  გთხოვთ, როცა  უკრაინიდან ყველა ფაშისტს განდევნით, შემდეგ ჩემი ბელარუსიც გაათავისუფლოთ. 

უკრაინელი ჯარისკაცებისადმი დაწერილი ღია წერილის შესახებ პრაღაში ბელარუსულ დიასპორაში განაცხადეს. 

გოგონას თქმით,  დრონის  გადაცემა იმიტომ გადაწყვიტა, რომ  უკრაინის არმიას იგი უფრო სჭირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში