დამატებით 500 მილიონიანი ტრანში უკრაინას ევროკავშირისგან 

22 მარტი 2022, 14:07 354 ნახვა

ევროკავშირი  უკრაინას  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის  გაძლიერების მიზნით კიდევ 500 მილიონ ევროს გამოუყოფს.   

შეთანხმებას ამის შესახებ მშვიდობის უზრუნველყოფის ევროპული ფონდის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა  მიაღწიეს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ეკონომიკურ მხარდაჭერას და ჰუმანიტარულ დახმარებას, რუსეთის იზოლირებას და  მისი სამხედრო დანაშაულებების ჩამოთვლას - წერს ჟოზეფ ბორელი. 

გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი   უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენად  ერთ მილიარდ ევრომდე ფინანსური დახმარების გაზრდას აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში