რუს დეპუტატებს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს

23 მარტი 2022, 14:26 608 ნახვა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები  ნებართვის გარეშე ქვეყანას ვეღარ დატოვებენ.  

რუსეთიდან გასამგზავრებლად მმართველი  პარტიის  „ედინაია რასიას“  ფრაქციიდან დეპუტატებმა ნებართვისთვის ფრაქციის ხელმძღვანელს ვლადიმირ ვასილიევს უნდა მიმართონ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი  ანტონ გერაშჩენკო აცხადებს. 

რუსეთის ფარგლებს გარეთ გასამგზავრებლად რუსმა დეპუტატებმა  უნდა   დაწერონ განცხადება, რომელშიც  მითითებული უნდა იყოს ქვეყანა, სადაც მიემგზავრება, გამგზავრების მიზეზი და რუსეთში არყოფნის ვადები.

რკინის ფარდა ეშვება - ასე ეხმაურება უკრაინელი მაღალჩინოსანი მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას და ტელეგრამ-არხზე შესაბამისს დებულებასაც აქვეყნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში