ესპანეთში დააკავეს ბლოგერი, რომელსაც უკრაინა სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს

05 მაისი 2022, 13:27 782 ნახვა

ესპანეთში უკრაინელი პრორუსი ბლოგერი ანატოლი შარი დააკავეს, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეს დაკავება კიდევ ერთი დასტურია, რომ ყველა უკრაინელი მოღალატე, ადრე თუ გვიან, დამსახურებულ სასჯელს მიიღებს.

„ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალურ პროკურატურასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და უკრაინელი სამართალდამცველების მრავალდონიანი სპეცოპერაციის შედეგად.

ანატოლი შარი საინფორმაციო სფეროში მართლსაწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. არის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ანატოლი შარი მოქმედებდა უცხოური სტრუქტურების დაკვეთით“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში