ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია

11 სექტემბერი 2022, 11:38 777 ნახვა

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიხურა. ამის შესახებ „ენერგოატომმა“ განაცხადა. უწყების თქმით, ელექტროსადგურის მეექვსე ბლოკი ელექტრო ქსელიდან გათიშეს. „ენერგოატომმა“ დასძინა, რომ ის ყველა შესაძლო ზომას იღებს გენერატორებისთვის დიზელის საწვავის დამატებითი მიწოდების ორგანიზებისთვის, რომელიც ბირთვულ ობიექტზე, ელექტროენერგიის გარე მიწოდების არარსებობის შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა საჭირო. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა დაადასტურა, რომ ბოლო ენერგობლოკი დაიხურა და ბირთვულ ობიექტი ახლა ცივ მდგომარეობაშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური მარტიდან რუსული ჯარის კონტროლქვეშ იმყოფება, თუმცა მის ოპერირებას უკრაინელი პერსონალი აგრძელებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 წევრისგან შემდგარმა მისიამ ევროპის უდიდესი ელექტროსადგურის გარშემო, ხშირი დაბომბვის ფონზე, „ბირთვული უსაფრთხოების დაცვის ზონის“ დაუყოვნებლივი შექმნა მოითხოვა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი